2024 წლის 16 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ დოქტორანტის - გვანცა გულიაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ქალის განათლების გავლენის შეფასება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეფექტურობაზე საქართველოში“
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნატა ყაზახაშვილი, მედიცინის დოქტორი თამარ ალიბეგაშვილი.
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201